4/2/11

სამეფო ბილიკი

სამეფო ბილიკი  (ესპ. El Caminito del Rey)  წარმოადგენს ბეტონის ნაგებობას რელსებით, რომელიც განლაგებულია ჩანჩქერების ჩოროსა და ჰაიტანეხოს შორის ელ ჩორის კანიონში, ალორაში ესპანეთის პროვინციის  მალაგასთან ახლოს.  გზა გადაჭიმულია 3 კილომეტრზე. მდინარიდან დაახლ. 300  მეტრ სიმაღლეზე  და სიგანეში მხოლოდ 1 მეტრია. სიძველის გამო დღეისათვის მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ხელის მოსაკიდები თითქმის მოშლილია, ადგილ–ადგილ თავად კონსტრუქციაც დაშლილია, ამიტომაც ტურისტების უსაფრთხოებისთვის ეს გზა ოფიციალურად დაკეტილია.

სამეფო ბილიკი შეიქმნა XX საუკუნის დასაწყისში (1905 წელს), და წარმოადგენდა დამხმარე გზას იმ მუშებისთვის, რომლებიც ჰიდროტექნიკურ კაშხალს აგებდნენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ ესპანეთის მეფე ალფონსი XIII სწორედ ამ ბილიკით მივიდა ნაგებობის სანახავად (1921წ) და სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს.


2006 წელს ანდალუზიის მთავრობამ შეიმუშავა ამ გზის რეაბილიტაციის პროექტი, შეადგინეს ტურისტული მარშრუტი. პროექტის ბიუჯეტმა შეადგინა 7 მილიონი ევრო.

No comments: