პოტალა (ტიბ. : པོ་ཏ་ལ, ჩინ. 布达拉宫) მდებარეობს ტიბეტის ქალაქ ლხასაში. ეს არის სამეფო და ბუდისტური საეკლესიო კომპლექსი. ის წარმოადგენდა დალაი–ლამას ძირითად რეზიდენციას, მანამ სანამ ჩინეთი არ შეიჭრა ტიბერში 1959 წელს და დალაი ლამა XIV იძულებული არ შეიქმნა დაეტოვებინა ქვეყანა და ინდოეთში ეძია პოლიტიკური თავშესაფარი. სასახლის კომპლექსი გადაჭიმულია 360 ათას კ/მ–ზე.
დღესდღეისობით პოტალა წარმოადგენს მუზეუმს, სადაც გრძელდება ბუდისტური რიტუალების შესრულება. მხედველობაში მიიღეს რა მისი დიდი კულტურულ–რელიგიური, მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობა, 1994 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
637 წელს ტიბეტის მეფე სონგტსენ გამპომ (Songtsen Gampo) იმ ადგილას ააგო პირველი შენობა, სადაც მუდმივად მედიტირებდა, მოგვიანებით მას სასახლის ფუნქციაც მიანიჭა და ოთახების რაოდენობა 999–მდე გაზარდა. მერვე საუკუნის მეორე ნახევარში სასახლეს მეხი დაეცა და ხის შენობა დაიწვა, ამას დაერთო შიდა ომები, რამაც საბოლოოდ ბოლო მოუღო შენობას. ძველი ნაწილიდან დღეისთვის მოღწეულია ფა–ვანის მღვიმე და პაბალაკანის დარბაზი.
(ფოტო გადაღებულია 1938 წელს)
სასახლის თანამედროვე სახით აგება დაიწყო 1645 წელს დალაი–ლამა V–ის ინიციატივით. 1648 წელს დასრულდა თეთრი სასახლის (Potrang Karpo) მშენებლობა. და მას მიენიჭა დალაი–ლამას ზამთრის რეზიდენციის ფუნქცია. წითელი სასახლე (Potrang Marpo) აიგო 1690–1694 წლებში. სასახლის სახელწოდება მომდინარეობს პოტალის მთებიდან, რომელშიც ლეგენდის თანახმად ბინადრობს Avalokitesvara ან ჩენრეზი (Chenrezi), რომელიც დედამიწაზე გზავნის დალაი–ლამებს.
შენობა აგებულია ტიბეტელი, ნეპალელი და ჩინელი არქიტექტორების მიერ.
სასახლე მდებარეობს ზღვის დონიდან 3700 მეტრზე Marpo Ri ე.წ წითელ მთაზე.

თეთრი სასახლე შედგება აღმოსავლეთის დიდი პავილიონისაგან, ასევე მზის დარბაზისგან, დალაი–ლამას, მენტორისა და რეგენტების საცხოვრებელისაგან. აღმოსავლეთის დიდი პავილიონი გამოიყენება ოფიციალური ცერემონიებისთვის. მზის პავილიონში დალაი ლამა თავად ცხოვრობდა და მუშაობდა.
წითელ სასახლეში დიდი ადგილი ეკავა რელიგიური რიტუალებისთვის განკუთვნილ ადგილს.
სასახლე შედგება დიდი და პატარა სამლოცველოებისგან, რომელიც ეძღვნება ბუდას, დალაი–ლამებს, ასევე გამოიყენება აუდიენციებისა და ცერემონიებისთვის. დარბაზებში გამოფენილია ძვირადღირებული და რელიქვიური საგნები: მედიტაციისთვის საჭირო მანდალები, ღმერთების, დალაი–ლამასა და სწავლულების სკულპტურები, წიგნები, სარიტუალო საგნები, ხოლო კედლებზე მხატვრობის უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი.
No comments:
Post a Comment