3/28/11

პოტალას სასახლე

პოტალა (ტიბ. : པོ་ཏ་ལ, ჩინ. 布达拉宫) მდებარეობს ტიბეტის ქალაქ ლხასაში. ეს არის სამეფო და ბუდისტური საეკლესიო კომპლექსი. ის წარმოადგენდა დალაი–ლამას ძირითად რეზიდენციას, მანამ სანამ ჩინეთი არ შეიჭრა ტიბერში 1959 წელს და დალაი ლამა XIV იძულებული არ შეიქმნა დაეტოვებინა ქვეყანა და ინდოეთში ეძია პოლიტიკური თავშესაფარი. სასახლის კომპლექსი გადაჭიმულია 360 ათას კ/მ–ზე.



დღესდღეისობით პოტალა წარმოადგენს მუზეუმს, სადაც გრძელდება ბუდისტური რიტუალების შესრულება. მხედველობაში მიიღეს რა მისი  დიდი კულტურულ–რელიგიური, მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობა, 1994 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.


637 წელს ტიბეტის მეფე  სონგტსენ გამპომ (Songtsen Gampo) იმ ადგილას ააგო პირველი შენობა, სადაც მუდმივად მედიტირებდა, მოგვიანებით მას სასახლის ფუნქციაც მიანიჭა და ოთახების რაოდენობა 999–მდე გაზარდა. მერვე საუკუნის მეორე ნახევარში სასახლეს მეხი დაეცა და ხის შენობა დაიწვა, ამას დაერთო შიდა ომები, რამაც საბოლოოდ ბოლო მოუღო შენობას. ძველი ნაწილიდან დღეისთვის მოღწეულია ფა–ვანის მღვიმე და  პაბალაკანის დარბაზი.

(ფოტო გადაღებულია 1938 წელს)


სასახლის თანამედროვე სახით აგება დაიწყო 1645 წელს დალაი–ლამა V–ის ინიციატივით. 1648 წელს დასრულდა თეთრი სასახლის (Potrang Karpo) მშენებლობა. და მას მიენიჭა დალაი–ლამას ზამთრის რეზიდენციის ფუნქცია. წითელი სასახლე (Potrang Marpo) აიგო 1690–1694 წლებში. სასახლის სახელწოდება მომდინარეობს პოტალის მთებიდან, რომელშიც  ლეგენდის თანახმად ბინადრობს Avalokitesvara ან ჩენრეზი  (Chenrezi), რომელიც დედამიწაზე გზავნის დალაი–ლამებს.

შენობა აგებულია ტიბეტელი, ნეპალელი და ჩინელი არქიტექტორების მიერ.
სასახლე მდებარეობს ზღვის დონიდან 3700 მეტრზე Marpo Ri ე.წ წითელ მთაზე.

თეთრი სასახლე შედგება აღმოსავლეთის დიდი პავილიონისაგან, ასევე მზის დარბაზისგან, დალაი–ლამას, მენტორისა და რეგენტების საცხოვრებელისაგან. აღმოსავლეთის დიდი პავილიონი გამოიყენება ოფიციალური ცერემონიებისთვის. მზის პავილიონში დალაი ლამა თავად ცხოვრობდა და მუშაობდა.

წითელ სასახლეში დიდი ადგილი ეკავა რელიგიური რიტუალებისთვის განკუთვნილ ადგილს.



სასახლე შედგება დიდი და პატარა სამლოცველოებისგან, რომელიც ეძღვნება ბუდას, დალაი–ლამებს, ასევე გამოიყენება აუდიენციებისა და ცერემონიებისთვის. დარბაზებში გამოფენილია ძვირადღირებული და რელიქვიური საგნები:   მედიტაციისთვის საჭირო მანდალები, ღმერთების, დალაი–ლამასა და სწავლულების სკულპტურები, წიგნები, სარიტუალო საგნები, ხოლო კედლებზე მხატვრობის უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი. 


3/25/11

ჰერკულესის კოშკი

ჰერკულესის კოშკი მდებარეობს ესპანეთის ქალაქ ლა–კორუნიას ჩრდილოეთით და წარმოადგენს მოქმედ შუქურას. ის აიგო რომის იმპერიის დიდების პერიოდში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველ და ერთადერთ მოქმედ შუქურად. მისი სიმაღლე აღწევს 55 მეტრს, მდებარეობს ნახევარკუნძულზე და გადაყურებს ატლანტიკის ოკეანეს.



ჰერკულესის კოშკი წარმოადგენს ესპანეთის ნაციონალურ სიმბოლოს. 2009 წელს იგი შეტანილ იქნა იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

კოშკის სახელწოდება წარმოიშვა იმ ლეგენდის მიხედვით, რომელიც მოგვითხრობს ბერძენ გმირ ჰერაკლეზე, რომელმაც თავისი გამარჯვების აღსანიშნავად ააშენა კოშკი და მიუძღვნა გალათელებს საცხოვრებლად.




1788–91 წლებში მეფე კარლ III –ის ბრძანებით მოხდა კოშკის სრული რესტავრირება, კლასიკურ სტილში. ხის კიბე შეიცვალა ქვით, მოხდა სრული მოპირკეთება.



რესტავრირების შემდეგ, მას შეუნარჩუნდა ძირითადი  ძველრომანული სტილი. ინტერიერში სამ ქვედა სართულზე მდებარეობს 4 ოთახი, ხოლო ბოლოზე, რომელიც აიგო 1791 წელს, არის ექვსკუთხოვანი ფორმის ოთახი, რომელიც აგებულია გრანიტით. კედლების სისქე შეადგენს 2,15 მეტრს.

ლალიბელა

ლალიბელა – ქალაქი ეთიოპიის ჩრდილოეთით. სახელწოდება მომდინარეობს მისი დამაარსებელი მეფის – გებრე მესკე ლალიბელას სახელისგან, რომელიც წარმოადგენდა ზაგუეს დინასტიას (12 საუკუნე). ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მიწისქვეშა მონოლითური სატაძრო კომპლექსი, რომელიც მოჩუქურთმებულია ვულკანური ტუფით. ნაგებობა მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა, იქვეა სამლოცველო, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ლალიბელის მეფეთა განსასვენებელს.


აქ მცხოვრებთა რელიგიას წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა. მეორენაირად მას მეორე იერუსალიმად მოიხსენებენ. ქალაქის ისტორიული ნაწილი ატარებს იერუსალიმის კონსტრუქციათა სახელებს.

ქალაქი მდებარეობს ამხარის რეგიონის სიმენ უოლის  ზონაში ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. 2005 წლის აღწერით მოსახლეობის რიცხვი შეადგენს 14668– ს აქედან 7049 კაცია, ხოლო 7619 ქალი.


მრავალი წლის განმავლობაში ლალიბელა იყო მომლოცველებისთვის რელიგიური ცენტრი. აქვე ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს სამეფო რეზიდენციის ან სამხედრო ბაზის არსებობის.


ლეგენდის თანახმად მეფე ლალიბელამ გადაწყვიტა  შეექმნა საკუთარი წმინდა ქალაქი მთებში. ათი ტაძარი იყო ნაგები მდინარის პირას, რომელსაც შემდეგ იორდანე ეწოდა. იერუსალიმიდან და ალექსანდრიიდან წამოღებული ხელოვნური ქვისგან და ადგილობრივი მუშახელის საშუალებით. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას თავდაპირველად ქანის სახე ჰქონდა, შემდეგ ბერძნული ჯვარის სახე მისცეს და ბოლოს გათხარეს  ინტერიერი. ესაა მიწისქვეშა შენობა, რომელსაც მხოლოს ჯვრის ფორმის ჭერი უჩანს მიწის ზედაპირზე.


როგორც ამბობენ მეფე ლალიბელის გარდაცვალების შემდეგ 1212 წელს მისმა შთამომავლობამ ააგო 11 ეკლესია.

ყველაზე დიდი ტაძარი, რომელის მაცხოვრი სახელობისაა სიგრძეში 33,7, სიგანეში 23,7 და სიმაღლეში 11,6 მეტრია.

ღვთისმშობლის  სახელობის ტაძარი –  ფანჯრებს აქვთ რომაული და ბერძნული ჯვრის ფორმა.

ეკლესიები დგას დიდ ეზოში, რომელიც ასევე ქანების გათხრის შემდეგ გააკეთეს. მაცხოვრის ტაძარი  ამ ეზოს ჩრდილო ნაწილში მდებარეობს. მის საწინააღმდეგო მხარეს ღვთისმშობლის ტაძარია, ხოლო წმ.გიორგის ტაძარი მდებარეობს სიღრმეში, მასთან მოხვედრა მხოლოდ გვირაბის საშუალებით შეიძლება


ძეგლი  შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში

3/24/11

მენაკშეს ტაძარი

მენაშკეს ტაძარი (மீனாட்சி அம்மன் கோவில்– თევზისთვალა)  – ინდუისტური ტაძარი ქალაქ მადურაიში (ინდოეთის შტატი ტამილნადი). აიგო 12–13საუკუნეში, ხოლო დღევანდელი სახით 16–17 საუკუნეში ჩამოყალიბდა. სახელწოდება – სამმკერდიანი ქალღმერთის ტაძარი ატარებს ინდუისტური ღმერთის შივას ერთ–ერთი მეუღლის სახელს.


ლეგენდის მიხედვით, მენაშკე  ერქვა პრინცესას, რომელსაც მართლაც დიდი და „თევზივით“ თვალები ჰქონდა. მას კიდევ ერთი განსაკუთრებულობა სჭირდა – იგი სამი ძუძუთი დაიბადა. აღელვებულმა მშობლებმა ბრძენი ხალხი იხმეს, რომელთაც პრინცესას უწინასწარმეტყველეს, რომ მესამე ძუძუ მას შემდეგ გაუქრება, რაც ქალიშვილი თავის მომავალ საქმროს შეხვდება. ეს წინასწარმეტყველება მაშინ ახდა, როდესაც პრინცესა ღმერთ შივას შეხვდა.





მენაშკეს ტაძარი ქალაქის ცენტრში მდებარეობს,  ადგილობრივი მოსახლეობის  აქვე აღასრულებს ტრადიციულ რიტუალებსა და დღესასწაულებს. ტაძრის სიმაღლე არის 51.9 მეტრი, სიგანე 258, ხოლო სიგრძე 223 მეტრი.

ის შედგება  14 კოშკისგან, 50 მეტრის სიმაღლით. ხუთი კოშკი განლაგებულია მონასტრის შიგნით, დანარჩენი გარეთ. ყოველი მათგანი დაფარულია გარედან მცირე ზომის ფერადი სკულპტურებით. ესენია: მრავალხელიანი შივა, მრავალფეროვანი ქალღმერთები, მოძღვრები თუ მუსიკოსები, მითიური ცხოველები, მრავალი ათასი ფიგურა, რომლებიც არ გვანან ერთმანეთს.


ტაძარი ღიაა დღედაღამ, რადგან აქ მუდმივად მიმდინარეობს მომლოცველთა პროცესიები, ძირითადად მუსიკალური თანხლებით.

არქიტექტურულად ეს ტაძარი აგებულია ტიპიური ინდური ეკლესიების სტილში. ტაძარში არის შივას სკულპტურული გამოსახულებები. რელიგიურ დღესასწაულებზე ამ ქანდაკებას დებენ მოოქროვილ ეტლში, რომელსაც მართავს სპილო და ექვს წრეს უვლიან ეკლესიას. დღესდღეისობით ქანდაკებებს რესტავრირებას უკეთებენ ყოველ 12 წელიწადში ერთხელ. მონასტრის ბოლო რეკონსტრუქცია მოხდა 2009 წლის მარტში.

ტორაჯალანდი, ტაუ–ტაუ

ინდონეზია, ტორაჯალანდი: ტაუ–ტაუ – მკვდრების ქალაქი, ადგილი სადაც სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის მოგზაურობა აკრძალულია.



თუკი გიტაცებთ მძაფრი შეგრძნებები და თუ ნეგატიურ განწყობას არ გიტოვებთ დაკრძალვის პროცესია, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მკვდრების ქალაქ ტაუ–ტაუში.


ტორაჯელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ სიკვდილთან. მნახველს შოკში აგდებს, განაცდევინებს და იწვევს წინააღმდეგობრიც ემოციებს, თუმცა სანახაობა არავის ტოვებს გულგრილს. სიკვდილი აქ მწუხარებასთან არ იგივდება. პირიქით დაკრძალვა ბრწყინვალე დღესასწაულია. მათ სჯერათ რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ხვდება სამოთხეში, ჯოჯოხეთი ცნება მათთვის უბრალოდ არ არსებობს.



დაკრძალვის პროცესია საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირია.მათი რწმენით  რაც უფრო ძვირადღირებულია ყოველივე ეს, მით მეტი შანსი აქვს სულს  ახლოს იყოს ღმერთთან.. რაც შეიძლება მეტ კამეჩს და ღორს სწირავენ მსხვერპლად. მათი აზრით ზუსტად ამ ცხოველების სული აცილებს სულს იმ სამყაროსკენ.

საჭირო თანხის შეგროვებამდე (ეს კი წლების მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს), ნათესაობა გვამს სახლში იტოვებს. დაკრძალვის შემთხვევაში მთელი ამ პროცესიის ბოლო აკორდი მიცვალებულის სახის მქონე ხის ფიგურის დამზადებაა.


მათი რწმენით 12 დღის განმავლობაში მოხდება სულის გადასვლა ამ ფიგურაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობა  სვავს, ღრეობს და ერთობა.


ხის ფიგურები სხვადასხვანაირია. მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ სახიანი ფიგურა შეუკვეთოს ოსტატს.


ღარიბებისთვის ფიგურის შეკვეთისას მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სქესი იყოს განსაზღვრული. ფიგურებს აუცილებლად აცმევენ ტანსაცმელს, რომელსაც დროდადრო უცვლიან კიდეც.


დამატებითი ინფორმაცია:
ტორაჯები  –  მონათესავე ხალხების ჯგუფი ინდონეზიაში. ცხოვრობენ კუნძულ სულავესის მთიან რეგიონში. მოსახლეობის საერთო რიცხვი მილიონ 500 ათასი. ძირითადი რელიგია –  ისლამი, სუნიტური ფრთა. 

3/23/11

ხიმეძის ციხე (Himeji Castle)

თეთრი ყანჩის ციხესიმაგრე (Himeji Castle 姫路城 Himeji-jō?) ,  მდებარეობს იაპონიაში,  ქალაქ ხიმეძში, ხეგოს (Hyōgo) პრეფექტურაში. 1993 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მემკვიდრეობის დაცვის ფონდში. მთელი ეს კომპლექსი შედგება 83 შენობისაგან. ეს არის ერთ–ერთ იმ სამი ხისნაგები კოშკისაგან, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.



პირველი სახით ის აიგო 1333–46 წლებში და წლების განმავლობაში გადადიოდა სამურაის ერთი კლანიდან მეორის ხელში. განსაკუთრებით 1467–77 წლებში სამოქალაქო ომის დროს. სახელი დაერქვა ფორმიდან გამომდინარე (ექსტერიერი არის თეთრი და ფორმით გასაფრენად გამზადებულ ფრინველს ჰგავს).

1581, 1601-1609, 1617-1618 წლებში მიმდინარეობდა მისი გაფართოება.

1871 წელს აუქციონის წესით ეს ნაგებობა გაიყიდა 23 იაპონურ იენად (დაახლ. 2258 დოლარი). ახალმა მფლობელმა გადაწყვიტა მისი დანგრევა მიწის სხვა მიზნით გამოყენებისთვის, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ მისი დესტრუქცია საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა და გადაიფიქრა



ხიმეძის ციხესიმაგრე ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული საოცრებებისთან, რომელიც წლის განმავლობაში უამრავ ტურისტს იზიდავს

შემორბენამდე პოსტი

პირველი პოსტია და ცოტა დაბნეული


თავიდანვე ვიტყვი: 

არაფერზე მაქვს პრეტენზია, უბრალოდ საკუთარ ჭიას ვახარებ.


ეს გვერდი იქნება თემატური და დააინტერესებს მხოლოდ მათ, ვისაც დედამიწის ირგვლივ საინტერესო ადგილებში სამოგზაუროდ მიუწევს გული.