3/25/11

ლალიბელა

ლალიბელა – ქალაქი ეთიოპიის ჩრდილოეთით. სახელწოდება მომდინარეობს მისი დამაარსებელი მეფის – გებრე მესკე ლალიბელას სახელისგან, რომელიც წარმოადგენდა ზაგუეს დინასტიას (12 საუკუნე). ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მიწისქვეშა მონოლითური სატაძრო კომპლექსი, რომელიც მოჩუქურთმებულია ვულკანური ტუფით. ნაგებობა მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა, იქვეა სამლოცველო, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ლალიბელის მეფეთა განსასვენებელს.


აქ მცხოვრებთა რელიგიას წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა. მეორენაირად მას მეორე იერუსალიმად მოიხსენებენ. ქალაქის ისტორიული ნაწილი ატარებს იერუსალიმის კონსტრუქციათა სახელებს.

ქალაქი მდებარეობს ამხარის რეგიონის სიმენ უოლის  ზონაში ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. 2005 წლის აღწერით მოსახლეობის რიცხვი შეადგენს 14668– ს აქედან 7049 კაცია, ხოლო 7619 ქალი.


მრავალი წლის განმავლობაში ლალიბელა იყო მომლოცველებისთვის რელიგიური ცენტრი. აქვე ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს სამეფო რეზიდენციის ან სამხედრო ბაზის არსებობის.


ლეგენდის თანახმად მეფე ლალიბელამ გადაწყვიტა  შეექმნა საკუთარი წმინდა ქალაქი მთებში. ათი ტაძარი იყო ნაგები მდინარის პირას, რომელსაც შემდეგ იორდანე ეწოდა. იერუსალიმიდან და ალექსანდრიიდან წამოღებული ხელოვნური ქვისგან და ადგილობრივი მუშახელის საშუალებით. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას თავდაპირველად ქანის სახე ჰქონდა, შემდეგ ბერძნული ჯვარის სახე მისცეს და ბოლოს გათხარეს  ინტერიერი. ესაა მიწისქვეშა შენობა, რომელსაც მხოლოს ჯვრის ფორმის ჭერი უჩანს მიწის ზედაპირზე.


როგორც ამბობენ მეფე ლალიბელის გარდაცვალების შემდეგ 1212 წელს მისმა შთამომავლობამ ააგო 11 ეკლესია.

ყველაზე დიდი ტაძარი, რომელის მაცხოვრი სახელობისაა სიგრძეში 33,7, სიგანეში 23,7 და სიმაღლეში 11,6 მეტრია.

ღვთისმშობლის  სახელობის ტაძარი –  ფანჯრებს აქვთ რომაული და ბერძნული ჯვრის ფორმა.

ეკლესიები დგას დიდ ეზოში, რომელიც ასევე ქანების გათხრის შემდეგ გააკეთეს. მაცხოვრის ტაძარი  ამ ეზოს ჩრდილო ნაწილში მდებარეობს. მის საწინააღმდეგო მხარეს ღვთისმშობლის ტაძარია, ხოლო წმ.გიორგის ტაძარი მდებარეობს სიღრმეში, მასთან მოხვედრა მხოლოდ გვირაბის საშუალებით შეიძლება


ძეგლი  შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში

No comments: