მენაშკეს ტაძარი (மீனாட்சி அம்மன் கோவில்– თევზისთვალა) – ინდუისტური ტაძარი ქალაქ მადურაიში (ინდოეთის შტატი ტამილნადი). აიგო 12–13საუკუნეში, ხოლო დღევანდელი სახით 16–17 საუკუნეში ჩამოყალიბდა. სახელწოდება – სამმკერდიანი ქალღმერთის ტაძარი ატარებს ინდუისტური ღმერთის შივას ერთ–ერთი მეუღლის სახელს.
ლეგენდის მიხედვით, მენაშკე ერქვა პრინცესას, რომელსაც მართლაც დიდი და „თევზივით“ თვალები ჰქონდა. მას კიდევ ერთი განსაკუთრებულობა სჭირდა – იგი სამი ძუძუთი დაიბადა. აღელვებულმა მშობლებმა ბრძენი ხალხი იხმეს, რომელთაც პრინცესას უწინასწარმეტყველეს, რომ მესამე ძუძუ მას შემდეგ გაუქრება, რაც ქალიშვილი თავის მომავალ საქმროს შეხვდება. ეს წინასწარმეტყველება მაშინ ახდა, როდესაც პრინცესა ღმერთ შივას შეხვდა.
მენაშკეს ტაძარი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ადგილობრივი მოსახლეობის აქვე აღასრულებს ტრადიციულ რიტუალებსა და დღესასწაულებს. ტაძრის სიმაღლე არის 51.9 მეტრი, სიგანე 258, ხოლო სიგრძე 223 მეტრი.
ის შედგება 14 კოშკისგან, 50 მეტრის სიმაღლით. ხუთი კოშკი განლაგებულია მონასტრის შიგნით, დანარჩენი გარეთ. ყოველი მათგანი დაფარულია გარედან მცირე ზომის ფერადი სკულპტურებით. ესენია: მრავალხელიანი შივა, მრავალფეროვანი ქალღმერთები, მოძღვრები თუ მუსიკოსები, მითიური ცხოველები, მრავალი ათასი ფიგურა, რომლებიც არ გვანან ერთმანეთს.
ტაძარი ღიაა დღედაღამ, რადგან აქ მუდმივად მიმდინარეობს მომლოცველთა პროცესიები, ძირითადად მუსიკალური თანხლებით.
არქიტექტურულად ეს ტაძარი აგებულია ტიპიური ინდური ეკლესიების სტილში. ტაძარში არის შივას სკულპტურული გამოსახულებები. რელიგიურ დღესასწაულებზე ამ ქანდაკებას დებენ მოოქროვილ ეტლში, რომელსაც მართავს სპილო და ექვს წრეს უვლიან ეკლესიას. დღესდღეისობით ქანდაკებებს რესტავრირებას უკეთებენ ყოველ 12 წელიწადში ერთხელ. მონასტრის ბოლო რეკონსტრუქცია მოხდა 2009 წლის მარტში.
No comments:
Post a Comment