თეთრი ყანჩის ციხესიმაგრე (Himeji Castle 姫路城 Himeji-jō?) , მდებარეობს იაპონიაში, ქალაქ ხიმეძში, ხეგოს (Hyōgo) პრეფექტურაში. 1993 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მემკვიდრეობის დაცვის ფონდში. მთელი ეს კომპლექსი შედგება 83 შენობისაგან. ეს არის ერთ–ერთ იმ სამი ხისნაგები კოშკისაგან, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
პირველი სახით ის აიგო 1333–46 წლებში და წლების განმავლობაში გადადიოდა სამურაის ერთი კლანიდან მეორის ხელში. განსაკუთრებით 1467–77 წლებში სამოქალაქო ომის დროს. სახელი დაერქვა ფორმიდან გამომდინარე (ექსტერიერი არის თეთრი და ფორმით გასაფრენად გამზადებულ ფრინველს ჰგავს).
1581, 1601-1609, 1617-1618 წლებში მიმდინარეობდა მისი გაფართოება.
1871 წელს აუქციონის წესით ეს ნაგებობა გაიყიდა 23 იაპონურ იენად (დაახლ. 2258 დოლარი). ახალმა მფლობელმა გადაწყვიტა მისი დანგრევა მიწის სხვა მიზნით გამოყენებისთვის, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ მისი დესტრუქცია საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა და გადაიფიქრა
ხიმეძის ციხესიმაგრე ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული საოცრებებისთან, რომელიც წლის განმავლობაში უამრავ ტურისტს იზიდავს
No comments:
Post a Comment