ჰერკულესის კოშკი მდებარეობს ესპანეთის ქალაქ ლა–კორუნიას ჩრდილოეთით და წარმოადგენს მოქმედ შუქურას. ის აიგო რომის იმპერიის დიდების პერიოდში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველ და ერთადერთ მოქმედ შუქურად. მისი სიმაღლე აღწევს 55 მეტრს, მდებარეობს ნახევარკუნძულზე და გადაყურებს ატლანტიკის ოკეანეს.
ჰერკულესის კოშკი წარმოადგენს ესპანეთის ნაციონალურ სიმბოლოს. 2009 წელს იგი შეტანილ იქნა იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.
კოშკის სახელწოდება წარმოიშვა იმ ლეგენდის მიხედვით, რომელიც მოგვითხრობს ბერძენ გმირ ჰერაკლეზე, რომელმაც თავისი გამარჯვების აღსანიშნავად ააშენა კოშკი და მიუძღვნა გალათელებს საცხოვრებლად.
1788–91 წლებში მეფე კარლ III –ის ბრძანებით მოხდა კოშკის სრული რესტავრირება, კლასიკურ სტილში. ხის კიბე შეიცვალა ქვით, მოხდა სრული მოპირკეთება.
რესტავრირების შემდეგ, მას შეუნარჩუნდა ძირითადი ძველრომანული სტილი. ინტერიერში სამ ქვედა სართულზე მდებარეობს 4 ოთახი, ხოლო ბოლოზე, რომელიც აიგო 1791 წელს, არის ექვსკუთხოვანი ფორმის ოთახი, რომელიც აგებულია გრანიტით. კედლების სისქე შეადგენს 2,15 მეტრს.
No comments:
Post a Comment